ხერხეულიძე – სალომე ზურაბიშვილს თუ ეტყვიან, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, დაავიწყდება ის, რაც გუშინ კატეგორიული ტონით თქვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის თავს არ ეკუთვნის, თუ მას ეტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, გუშინდელი კატეგორიული ტონი დაავიწყდება და შეიწყალებს.

„სალომე ზურაბიშვილის მიმართ კეთილი სურვილი არ მაქვს, რადგან ეს ადამიანი საკუთარ თავს არ ეკუთვნის. მისი გადაწყვეტილებებიც დამოუკიდებელი არასოდეს არ იქნება. მას რასაც უკარნახებენ, ისე მოიქცევა. არ მაქვს მოლოდინი, რომ ის როდესმე საღ აზრთან ახლოს იქნება. მისი მხრიდან არაფერი გამკვირვებია. მას თუ ეტყვიან, რომ მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, რა თქმა უნდა, დაავიწყდება ის, რაც გუშინ კატეგორიული ტონით თქვა და შეიწყალებს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშიიმნაძე – აუცრელების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება
შემდეგი სტატია“ელენე ხოშტარია ყოველთვის გამოირჩეოდა იმით, რომ ბრძოლის ხაზზე იყო, ეს თავისი ნაბიჯი ახლაც დაამტკიცა”