იმნაძე – აუცრელების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ვაქცინაციასთან დაკავშირებული გუშინდელი განცხადებების გამო მადლობა გადაუხადა.

მან აუცრელების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაც შეაფასა და აღიშნა, რომ იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება.

„ეს იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება. არ მგონია, ეს იდეა განხორციელდეს, მაგრამ სხვა ყველა პუნქტში აბსოლუტურად ვეთანხმები. დღეს მადლობა გადავუხადე“, – განაცხადა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაში“ემპათია” პენიტენციურს – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის​ წერილი არღვევს საქართველოს კანონს პაციენტის უფლებების შესახებ
შემდეგი სტატიახერხეულიძე – სალომე ზურაბიშვილს თუ ეტყვიან, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, დაავიწყდება ის, რაც გუშინ კატეგორიული ტონით თქვა