ხელვაჩაურში 25 ადამიანის მოწამვლის ფაქტს კრიმინალისტები იძიებენ

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ანალიზებით ბაქტერიული და ვირუსული საკვებისმიერი ინტოქსიკაცია არ დადასტურდა, რის შემდეგაც საქმეში კრიმინალისტები ჩაერთვნენ.

მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტთა ნაწილი თბილისში გადაიყვანეს. ამ დროისათვის, მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მოწამლულთა შორის 11 ბავშვია.

14 ივნისს, ხელვაჩაურში, ერთ-ერთი ოჯახის წვეულებაზე, 25 ადამიანის მოწამვლის საქმეზე გამოძიება სისხლის სამრთლის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით, სამიდან ხუთ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა პირობა დადო, რომ ის კიმ ჩენ ინს აშშ-ში უმასპინძლებს და სადილის გარეშე დატოვებს
შემდეგი სტატიარუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხვალ დასკვნით სიტყვებს მოისმენს