რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ხვალ დასკვნით სიტყვებს მოისმენს

საკონსტიტუციო სასამართლოს სპიკერმა განმარტა, თუ როგორ მოხდა რუსთავი 2-ის უკვე განხილული საქმის პლენუმისთვის გადაცემა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მხარეებს დამაზუსტებელ კითხვებს უსვამდა. პლენუმმა საქმის არსებითი განხილვა დაასრულა, მათ მხარეთა პოზიციები მოისმინეს, ასევე დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს, თუმცა დასკვნითი სიტყვები დარჩა, რომელსაც პლენუმის მოსამართლეები ხვალ დილით მოისმენენ, ჯერჯერობით ზუსტი დრო უცნობია.

საკონსტიტუციო სასამართლოს სპიკერმა განმარტა, თუ როგორ მოხდა რუსთავი 2-ის უკვე განხილული საქმის პლენუმისთვის გადაცემა. მისი ინფორმაციით, ეს საკითხი გუშინ გადაწყდა, რომელსაც საოქმო ჩანაწერი ახლავს თან, რომლის მიხედვით, 4-მა მოსამართლემ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.

მეორე კოლეგიის წევრმა მოსამართლემ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, ზაზა თავაძემ განაცხადა, რომ წლების წინ ისიც იყო ნიკა გვარამიას მოადგილე და ამ საფუძვლით მხარეებს შეეძლოთ მისი აცილების საკითხი დაეყენებინათ, თუმცა თავადვე განაცხადა, რომ ამ საფუძვლით თვითაცილების დაყენებას არ აპირებდა. დღევანდელ სხდომაზე ზაზა თავაძის აცილების შუამდგომლობა არ დამდგარა.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურში 25 ადამიანის მოწამვლის ფაქტს კრიმინალისტები იძიებენ
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ტალინში ესტონეთის იუსტიციის მინისტრს ურმას რეინსალუს შეხვდა