“ხელისუფლებისთვის ამგვარი გამარჯვება იქნება ძალიან ძვირი”

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 22:39

“ხელისუფლებისთვის ამგვარი გამარჯვება იქნება ძალიან ძვირი”

მნიშვნელოვანი

  • რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი დღევანდელი გადაწყვეტილების გამო მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოსამართლემ დღეს მთავარი 2 მოთხოვნა 7 მოთხოვნიდან დააკმაყოფილა.

სხვა სტატიები

რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი დღევანდელი გადაწყვეტილების გამო მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მოსამართლემ დღეს მთავარი 2 მოთხოვნა 7 მოთხოვნიდან დააკმაყოფილა.

„უსამართლობა, უკანონობა და ძალადობა, – ეს არის რაც დღეს ვნახეთ. ხელისუფლებისთვის ამგვარი გამარჯვება იქნება ძალიან ძვირი. ყველა მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ არ შეეხონ მედიათავისუფლებას. ყველასთვის ნათელია, რომ ამ საქმეს სამართალთან და კანონთან არანაირი შეხება არ აქვს,“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სასამართლო პროცესის დეტალებსა და ქიბარ ხალვაშის მიერ წარმოდგენილ დაუსაბუთებელ მტკიცებულებებზე. ზაზა ბიბილაშვილი დარწმუნებულია, რომ „მოვა დრო“ და თამაზ ურთმელიძე იტყვის სიმართლეს, რომელზეც დღეს რუსთავი 2-ის ადვოკატები და საზოგადოების წევრები საუბრობენ.

„მოვა დრო, არ ვიცი რომელიმე მედიასაშუალებით, თუ ბრალდებულის სკამზე, თამაზ ურთმელიძე იტყვის, რომ მასზე ხდებოდა ზეწოლა და შანტაჟი, თუმცა მოსამართლემ დღეს გაცნობიერებული არჩევანი გააკეთა უსამართლობისა და ძალადობის სასარგებლოდ,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

news
ავტ.: news ნოემბერი 3, 2015 22:39