„რუსთავი 2“ არის ერთ-ერთი წამყვანი და ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის უსაყვარლესი ტელეარხი“

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ნიკა გვარამია ცდილობს „რუსთავი 2“-ის საკითხის გამოყენებას იმ პარტიის პოლიტიკური მიზნებისთის, რომლის წარმომადგენელიც თვითონ არის.

როგორც წულუკიანმა “პირველი TV”-ს ეთერში გადაცემა „რვიანში“ განაცხადა, გვარამია არის ადამიანი, რომელიც გენ. პროკურორის მოდგილედ ყოფნის დროს, ვერცერთი ადამიანის უფლებების დარღვევას ვერ ხედავდა.

„როდესაც ბატონი გვარამია, ყოფილი გენ. პროკურორის მოადგილე, ადამიანი რომელიც ვერცერთ ადამიანის უფლების დარღვევას ვერ ხედავდა მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება დასრულდა, ეს არის ცინიზმი, რადგან მის სიტყვას დავიჯერებდი, რომ ის გულწრფელია, თუ კი ის როცა გირგვლიანის საქმეზე გამოვიდა ერთი განაჩენი, მეორე განაჩენი და შემდეგ კასაციაში 6 თვით შეუმცირეს სასჯელი ადამიანებს, მაშინ უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება დასრულდა“, – განაცხადა წულუკიანმა გადაცემა „რვიანში“.

თეა წულუკიანი „იმ ადამიანებს, ვინც ხელოვნულად ქმნიან აჟიოტაჟს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, დამშვიდებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვერ შექმნიან“.

„სარეზულუციო ნაწილი გამოაცხადა მოსამართლემ, ეს არაა დავის დასასრული, ეს გადაწყვეტილება უნდა დაიწეროს და მოტივირებული გადაწყვეტილება ჩაბარდებათ მხარეებს. შემდეგ ეს ალბათ გასაჩივრდება, ორივე მხარემ დაადასტურა, რომ სურვილი აქვთ გაასაჩივრონ. ამას აქვს თავისი ვადები, ამიტომ ჩვენ გაზაფხულამდე და შეიძლება იმის იქით მივიდეთ და კარგი იქნება თუ ეს ადამიანები, ვინც ამ თემის გარშემო აჟიოტაჟს და ისტერიკას თესავს, დამშვიდდეს, დაწყნარდნენ, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ხელოვნური აჟიოტაჟი დესტაბილიზაციას ვერ შექმნის. ამიტომ დავას მივცეთ თავისი გზა, მხარეებმა იდავონ, თუ ნებავთ ვერბალურად იჩხუბონ კიდეც, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საქმე. პოლიტიკური კომპონენტი სახეზეა, რომ ყველა ვაკეთებთ შეფასებებს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური დავა, ესაა

„მესაკუთრეებს შორის დავაში გაუგებარია რას აკეთებს გვარამია, რომელიც მესაკუთრე არაა და არც ყოფილა“
სამართლებრივი დავა ორ მხარეს შორის, მაგრამ, მაშინ მას მიაჩნდა, რომ ყველაფერი კარგად არის. ახლა არაფერი ცუდად არ არის, არ არსებობს ისტერიკის საფუძველი, ამ დავას უნდა მიეცეს თავისი გზა და რაც მნიშვნელოვანია, აღმოჩნდა, რომ თავად სურდათ ამ თემის პოლიტიზირებისთვის, რომ მეორე მხარეს, ხალვაშის მხარეს მოეთხოვა როგორმე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა. გამოვიდა ადვოკატი და თქვა, რომ ამას არც ვაპირებ და არც ვაპირებდიო, საიდან მოვიდა ეს თემა?! ისევ ნიკა გვარამია და „ნაციონალები“, რომლებსაც მე აბსოლუტურად ვმიჯნავ ამ დავაში „რუსთავი 2“-სგან. „რუსთავი 2“ არის მედიასაშუალება, ესენი არიან ჟურნალისტები, რომლებიც იყვნენ, არიან და იქნებიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი, როგორც მედიასაშუალება და მაუწყებლობა. გვარამია დირექტორი დღეს არის, ხვალ არის, ეს არ ვიცი, არაა ჩემი თემა, იქნება თუ არა, მაგრამ მედიასაშუალებამ ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს“, – განაცხადა წულიკიანმა გადაცემა „რვიანში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამომდინარე იქიდან, რომ არხის დირექტორი გვარამიაა ბუნებრივი არ არის, რომ ის ამ დონის აქტივობას იჩენს? – წულუკიანი აცხადებს, რომ ეს ბუნებრივი არ არის, რამდენადაც ის ცდილობს ამ თემის ბოლომდე პოლიტიზირებას.

„ის ცდილობს ამ თემის გამოყენებას იმ პარტიის პოლიტიკური მიზნებისთის, რომლის წარმომადგენელიც თვითონ არის. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ იუსტიციის მინისტრი, ეს გახლავთ მათი განათლების მინისტრი, გენ. პოკურორის მოადგილე და თავად „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ჰქვია დირექტორი მედიასაშუალების, ამიტომაც მე მას ვმიჯნავ და ვამბობ, რომ ეს არის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც აღმოჩნდა ხელმძღვანელის სკამზე მედიასაშუალების და მე მის სიტყვებს დავიჯერებდი თუ მის გვერდზე რეალური მესაკუთრე იქნებოდა, სად არიან რეალური მესაკუთრეები? მათ განცხადება გაავრცელეს, მაგრამ თქვენ გინახავთ ისინი სახეზე? ამიტომ სახეზე არავის უნახავს, სასამართლოში არ ყოფილან და მუდმივად „ნაციონალური მოძრაობის“ იუსტიციის მინისტრი, განათლების მინისტრი და გენ. პროკურორი გამოდის ამ თემაზე სასაუბროდ, არის მცდელობა ამ თემის ზეპოლიტიზირების, თორემ პოლიტიკური კომპონენტი სახეზეა, როდესაც „რუსთავი 2“ არის ერთ-ერთი წამყვანი და ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის უსაყვარლესი ტელეარხი“, – განაცხადა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია სუს-ში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატია“ხელისუფლებისთვის ამგვარი გამარჯვება იქნება ძალიან ძვირი”