ხელისუფლების შეცვლა ითვალისწინებს კომუნიკაციას ამომრჩეველთან, მათ შორის საპროტესტო აქციებს – დეკანოიძე

ხელისუფლების შეცვლა ითვალისწინებს კომუნიკაციას ამომრჩეველთან, მათ შორის საპროტესტო აქციებს, – ასე შეაფასა სანდრა რულოვსის გუშინდელი კომენტარი “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ.

“სანდრამ თქვა ძალიან კარგად, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების სისტემას. არჩევნების გაყალბება არ იწყება არჩევნების დღეს, არჩევნები ყალბდება დაშინებით, მოტყუებით, სოციალური დახმარების მოხსნით და სუს-ის პროვოკაციებით, ამიტომ ბრძოლის გაგრძელება ნიშნავს ყველა ეფექტური მექანიზმის გამოყენებას. ჩემთვის კონკრეტულად ეს არის ადამიანებთან უფრო მეტი კომუნიკაცია, თუ რატომ არის ეს რეჟიმი დიდი საფრთხის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და ზუსტად ეს თქვა სანდრამაც, ხელისუფლების შეცვლა ითვალისწინებს კომუნიკაციას ამომრჩეველთან, მათ შორის საპროტესტო აქციებს, თუნდაც იმისთვის, რომ სამართლიანი საარჩევნო სისტემა დამტკიცდეს ქვეყანაში. მე ვარ მომხრე ყველა კანონიერი მექანიზმის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

banner
წინა სტატიაშიმეორე ტური არაუგვიანეს 13 ივნისის ჩატარდება
შემდეგი სტატია“არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდა და ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი ფაქტიც ვერ დაიდო” – კახი კალაძე