„ხელისუფლების ქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებით ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს და მიგვაქანებს რუსეთთან ალიანსისკენ“ – გიგი წერეთელი

„თუ სასამართლო რეფორმას და პოლიტიკური პოლარიზების შემცირებას განზახ არ ცდილობ, მაშინ ტყუილია, რომ დასავლეთისკენ მიდის საქართველო და ჩვენ სამწუხაროდ ამ პროცესის მომსწრენი ვართ,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა.
„ჩვენ პირველად არ გვესმის აშშ-ს და სხვა ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მაღალჩინოსნების მხრიდან განცხადებები იმის თაობაზე, რომ ის ვითარება, რაც არის საქართველოში, ის ნაბიჯები რაც არ გადადგა ხელისუფლებამ, სასამართლო რეფორმის, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების ასევე საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს, შესაბამისად არ არის არანაირად თანხვედრაში იმ ყველაფერთან, რის გამოც ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს ან გვინდა ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, თუ ამას შეგნებულად არ აკეთებ, მაშინ ტყუილია, რომ დასავლეთისკენ მიდის საქართველო და ჩვენ სამწუხაროდ ამ პროცესის მომსწრენი ვართ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ ალიანსში ხარ რუსეთთან, რაც არის ძალიან მძიმე რეალობა, რომელიც დღესდღეობით არის საქართველოში.“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: სააკაშვილმა საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით, ჯოჯოხეთის გამოვლით მართლა მოახერხა დაბრუნება სამშობლოში
შემდეგი სტატიანანა ტოხვაძე: წინდაუხედავი ნაბიჯი იყო შუა სასწავლო წელს მასწავლებლების სკოლიდან გაშვება და მათი სამუშაო ადგილის ვაკანტურად გამოცხადება