ნანა ტოხვაძე: წინდაუხედავი ნაბიჯი იყო შუა სასწავლო წელს მასწავლებლების სკოლიდან გაშვება და მათი სამუშაო ადგილის ვაკანტურად გამოცხადება

3000-ზე მეტი პედაგოგის სამსახურიდან მოხსნის საკითხთან დაკავშირებით დღეს განათლების მინისტრმა განკარგულებაში ახალი ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმადაც პრაქტიკოსი მასწავლებლების ნაწილი კვლავ რჩებიან საგანმანათლებლო სისტემაში.

აღნიშნულ საკითხს “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელიეხმიანება. ნანა ტოხვაძის თქმით, მინისტრის ეს გადაწყვეტილება სამწუხაროდ არ ეხებაყველა იმ პედაგოგს, რომლემაც ვერ გადალახა საგამოცდო ბარიერი დადგენილ ვადებში. ტოხვაძეს მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო მასწავლებლების წინა საგამოცდომომზადება

“პრაქტიკოსი მასწავლებლების პროტესტის კვალდაკვალ ბ-ნ ჩხენკელს საქართველოსმთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებაში ცვლილების შეტანა მოუწია. ახალიგამონაკლისის შესახებ ინფორმაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ გვერდზევრცელდება. სამწუხაროდ, სამინისტრო კვლავ შეცდომების გამოსწორების რეჟიმშია, იმისნაცვლად, რომ გონივრულად დაეგეგმა სქემაში შესატანი ცვლილებები და მინიმუმ სასწავლო კალენდარი გაეთვალისწინებინა. აღმოჩნდა, რომ წინდაუხედავი ნაბიჯი იყო შუა სასწავლოწელს მასწავლებლების სკოლიდან გაშვება და მათი სამუშაო ადგილის ვაკანტურად გამოცხადება, როგორც სასწავლო პროცესის ისე სოციალური სამართლიანობის დაცვისთვალსაზრისით.

ამრიგად, ჩხენკელმა უბრალოდ დაასწრო პრაქტიკოსი მასწავლებლების საკითხისგანათლების კომიტეტზე განხილვას და შეეცადა საკუთარი შეცდომა ამ გზით ნაწილობრივგამოესწორებინა” – ნანა ტოხვაძე

banner
წინა სტატიაში„ხელისუფლების ქმედებები ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეფასებით ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესს და მიგვაქანებს რუსეთთან ალიანსისკენ“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაკალაძე: მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი კრიმინალია და ბრალდებულია კონკრეტულ საქმეებზე