“ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, ქვეყანაში მძიმე ვითარებას და უიმედობას მიხედოს”- უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს ბოკერია გამოეხმაურა

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან არალეგალი მიგრანტების ზრდასთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხის წამოწევას, ოპოზიცია გამოეხმაურა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებამ ის პრობლემები უნდა გადაჭრას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის დატოვებას არალეგალურ ემიგრაციაში წასვლას აიძულებს.

„ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური ვითარება, კრიმინოგენული ვითარება, ის რომ ხელისუფლება ორგანიზებულ დანაშაულს ეფექტურად არ ებრძვის და უფრო მეტიც, ყველა არჩევნებზე მათი მოკავშირეები არიან, ის რომ პოლიტიკურად მიკერძოებული დევნაა, ეს არის ყველა ის ფაქტორი, რომელიც ნეგატიურ როლს ასრულებს საქართველოს რეპუტაციის და აქედან გამომდინარე ყველა ჩვენი მოქალაქის საქციელსაც განაპირობებს, როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და უიმედობაა ქვეყანაში, ამიტომ ხელისუფლების პირველი პასუხისმგებლობაა, ამ პრობლემებს მიხედოს.”- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში სოციალურად დაუცველ დევნილ ბენეფიციარებს სააღდგომო საჩუქარი გადაეცათ
შემდეგი სტატიარისთვის ყიდულობს თბილისის მერი მეკობრეების ჭოგრიტებს