ხელისუფლების მორიგი თავდასხმა „რუსთავი 2”-ზე – სამაუწყებლო კომპანიის იურისტები პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობენ

მორიგი თავდასხმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე – სამაუწყებლო კომპანიის 9 %-ის მფლობელი ნინო ნიჟარაძე დაგროვილი გადასახადების სახით კომპენსაციას ითხოვს. საუბარია ჯამში დაახლოებით 26 მილიონ ლარზე. ნინო ნიჟარაძე არხის ყოფილი დირექტორის, გოგი გეგეშიძის მეუღლეა და მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო კომპანიის წილი. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, არსებული სიტუაციის უკან ხელისუფლება და „ქართული ოცნება“ დგას. “რუსთავი2“-ის იურისტები სარჩელის აბსურდულობაზე საუბრობენ.

„სარჩელის არსი არის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც თავის მხრივ შედგენილი აქვს მოსარჩელე ნინო ნიჟარაძეს სხვადასხვა კუთხით. კერძოდ, თითქოს ის ამბობს, რომ მას უნდა თავისი წილის გაყიდვა და ვერ გაყიდა და ზიანი მიიღო, დამატებით ის ამბობს, რომ თითქოს „რუსთავი2“-მა სარეკლამო ბაზარზე გააქრო 10 მილიონი ლარი. ნინო ნიჟარაძისთვის გაუგებარია თურმე, რატომ დაგროვდა გადასახადები „რუსთავი2“-ის მხრიდან. რატომღაც, როგორც ჩანს ეტყობა დაავიწყდა, რომ ხელისუფლება ებრძვის „რუსთავი2“-ს და ეს ურთმელიძის სახელობის ყადაღის გამო არის ეს დავალიანებები,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

იურისტები სასამართლოში მყარი მტკიცებულებების წარდგენას გეგმავენ. მათი შეფასებით, ეს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური დავაა.

„რუსთავი2“-ის პოზიცია პირველ რიგში არის, რომ სამართლებრივ არგუმენტებს დავუპირისპირებთ, იმიტომ, რომ ეს სარჩელი არის სრულიად აბსურდული. ეს არის ცალსახად პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი ფორმალურად სამართლებრივი დავა.

“რაც შეეხება ნიკა გვარამიას, ის არის გარანტი რომ ჩვენს კომპანიას ჰქონდეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა. ნიკა გვარამია არის მთავარი პრობლემა ხელისუფლებისთვის, შესაბამისად ეს ბრძოლა არის პერსონალურად მის წინააღმდეგაც და „რუსთავი2“-ის წინააღმდეგაც,“-განაცხადა „რუსთავი2“-ის იურისტმა თამთა მურადაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ტელევიზიები თავისუფლად გამოხატავენ აზრს, იმაზე მეტად თავისუფლადაც კი, როგორიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა” – კაკულია “რუსთავი2”-ზე ზეწოლას გამორიცხავს
შემდეგი სტატია“რა სახელი და გვარიც არ უნდა ეწეროს სარჩელს, ეს არის ივანიშვილის ბრძოლა „რუსთავი2“-ის წინააღმდეგ”