ხელისუფლებას ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს – ნათელაშვილმა პარლამენტთან გამართული აქციის დროს დაშავებულები მოინახულა

region
ავტ.: region მარტი 30, 2019 16:28

ხელისუფლებას ადამიანის სიცოცხლე არაფრად უღირს – ნათელაშვილმა პარლამენტთან გამართული აქციის დროს დაშავებულები მოინახულა

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა პარლამენტთან გამართული ტაქსისტების აქციის დროს დაშავებულები მოინახულა.

27 მარტს გამართული აქციის ორი მონაწილე კლინიკაში ინსულტით მოათავსეს.

დაპირისპირება სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაქსის მძღოლებმა გზის გადაკეტვა სცადეს.

დაშავებულები კვლავ კლინიკაში რჩებიან და მკურნალობას აგრძელებენ.

შალვა ნათელაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„ჩვენ დავინახეთ ხელისუფლების რეალური სახე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არცერთ სფეროში არაფრად არ უღირს. ერთი წევს შინაგანი ორგანოების სისხლდენით სხვა კლინიკაში, კაცი პარალიზებულია, უჭირ მეტყველება, ვერ მოძრაობს. ბრძანება გაცემული იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელსაც ცეცხლივით ეშინია სახალხო მღელვარების, რომელსაც ის ვერ შეაჩერებს, ვერ შეგვაშინებს და ბრძოლას მივიყვანთ აუცილებლად გამარჯვებამდე,“ – განაცხადა ნათელაშვილმა.

region
ავტ.: region მარტი 30, 2019 16:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics