„ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეამციროს“ – ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურების საკითხზე

ეროვნული ვალუტის დევალვაცია გრძელდება. სებ-ის მონაცემებით ერთი ამერიკული დოლარი 2.51 ლარი ღირს, გუშინდელთან შედარებით იგი 5 მეათასედი პუნქტით გაუფასურდა.

საპარლამენტო უმცირესობის რიგებში ხელისუფლებას აკრიტიკებენ. ზურაბ ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს და სრულ პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს:

„ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ თავისი მავნებლური ეკონომიკური პოლიტიკით მიიყვანა ქვეყანა ასეთ კატასტროფამდე, როდესაც ლარი უკვე ყოველდღიურად უფასურდება, რაც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების კიდევ უფრო გაღარიბებას. ყველაზე საგანგაშო ის არის, რომ მთავრობას არანაირი გეგმა არ აქვს, როგორ შეაჩეროს ეს სიტუაცია, როგორ შექმნას ისეთი პირობები, როდესაც ლარი გაჩერდება მაინც და ჩვენი მოქალაქეები აღარ გააგრძელებენ გაღარიბებას.

ჩვენ მუდმივად ვეუბნებით, რომ გასაკეთებელია შემდეგი – მათ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეამცირონ, მოიკლონ თვითონ პრემიები, დანამატები, გაბერილი სამივლინებო ხარჯები. აუცილებელია გადასახადების დაწევა, რომ წვრილმა და საშუალო ბიზნესმა ამოისუნთქოს,“ -განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ვიქტორ დოლიძეს ძალიან კარგად იცნობენ და აფასებენ ევროპულ სტრუქტურებში
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი დააკავა