დავით ბაქრაძე: ვიქტორ დოლიძეს ძალიან კარგად იცნობენ და აფასებენ ევროპულ სტრუქტურებში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ვიქტორ დოლიძის მინისტრად დანიშვნას დადებითად აფასებს.

როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიქტორ დოლიძეს ძალიან კარგად იცნობენ და აფასებენ ევროპულ სტრუქტურებში.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც მიწევდა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მუშაობა, ხოლო ვიქტორი იყო პარლამენტის წევრი და ამასთანავე ევრონესტის თანათავმჯდომარე, გვქონდა ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობის გამოცდილება, მას ძალიან კარგად იცნობენ და აფასებენ ევროპულ სტრუქტურებში. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვიქტორ დოლიძე ხელს შეუწყობს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება
შემდეგი სტატია„ხელისუფლებამ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შეამციროს“ – ჭიაბერაშვილი ლარის გაუფასურების საკითხზე