ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იყოს გადმოსვენებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შს მინისტრი, გიორგი გახარია არჩილ ტატუნაშვილის მამას მცხეთა-მთიანეთის რეგიონის გუბერნიაში შეხვდა, – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“გიორგი გახარიამ მომხდარის გამო ღრმა მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა და ოჯახს სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ტატუნაშვილის ოჯახს დეტალურად გააცნო ის ღონისძიებები, რასაც საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენებისთვის ამ დრომდე ახორციელებს.
გიორგი გახარიამ ასევე დასძინა, რომ ეს ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება და საქართველოს ხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იყოს გადმოსვენებული.” ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიდამწვარია ბაზრობის მესამე სართული, ასევე, დაზიანდა მეორე სართულის ნაწილი და ავტოფარეხი
შემდეგი სტატიასავაჭრო ცენტრ ,,თერგში“ გაჩენილ ხანძარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო