სავაჭრო ცენტრ ,,თერგში“ გაჩენილ ხანძარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თევდორე მღვდლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ ,,თერგში“ გაჩენილ ხანძარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრა, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 3000 კვ.მეტრი ფართობი. ამ დრომდე უცნობია ზარალის ოდენობა და ხანძრის გაჩენის მიზეზი.
სავაჭრო ცენტრთან დილიდან შეკრებილი არიან მაღაზიის მფლობელები, თუმცა უცნობია, როდის შეძლებენ ისინი საკუთარ მაღაზიებში შესვლას და პროდუქტის დათვალიერებას. ტერიტორია გადაკეტილია საპატრულო პოლიციის მიერ და მეხანძრე-მაშველების გარდა იქ შესვლის საშუალება არავის ეძლევა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მეხანძრე-მაშველები შენობის მესამე სართულზე ცეცხლის ცალკეულ კერებს აქრობენ. ტერიტორიაზე არის დაკვამლიანება და ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე ერთეული სახანძრო სამაშველო ჯგუფი.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იყოს გადმოსვენებული
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას სოფელ ჯგალში ორი ადამიანი ემსხვერპლა