დამწვარია ბაზრობის მესამე სართული, ასევე, დაზიანდა მეორე სართულის ნაწილი და ავტოფარეხი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ვიდეოსათვალთვალო კამერები იყო დამონტაჟებული, რაც გამოძიებას ცეცხლის გაჩენის მიზეზის დადგენაში დაეხმარება.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, სავარაუდოდ, დამწვარია დაახლოებით სამი ათასი კვ.მ. ტერიტორია.

„ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ცალკეული კერები არის დარჩენილი.

მადლობა თითოეულ მეხანძრე-მაშველს, რომელიც თავგანწირვით ასრულებს სამუშაოს.

ადგილზე 24 სახანძრო-სამაშველო მანქანაა მობილიზებული, მუშაობს 150 მაშველი“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„ხანძრის მასშტაბს რაც შეეხება, მინიმუმ, 3000 კვ.მ. ტერიტორიაა დამწვარი. ზუსტ ციფრებს ხვალ მოგახსენებთ. ადგილზე იყო ვიდეომონიტორინგი და შეიძლება დადგინდეს, როგორ გაჩნდა ცეცხლი. ეს დაეხმარება გამოძიებას. გამოძიება იტყვის ზუსტ პასუხს“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

მისივე განცხადებით, დამწვარია ბაზრობის მესამე სართული, ასევე, დაზიანდა მეორე სართულის ნაწილი და ავტოფარეხი.

ბაზრობა „თერგში“ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიცაბაძის ქუჩაზე ხანძრის პატარა კერები რჩება და ალბათ რამდენიმე საათში მთლიანად იქნება ლოკალიზებული
შემდეგი სტატიახელისუფლება ყველა შესაძლო ღონისძიებებს ატარებს, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი უმოკლეს ვადაში იყოს გადმოსვენებული