ხელისუფლება იძულებული გახდა, რულოვსისთვის 43% დაეწერა

მე ფსევდორევოლუცია არ მიყვარს – ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი. ბერძენიშვილი გადაცემა “არჩევანში” ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლება ყოველთვის არჩევნებით იცვლებოდა, თუმცა ყველა ხელისუფლების მიწურულს ჩნდებოდა დილემა, წავიდოდა თუ არა ხელისუფლება არჩევნების გზით.

„30 წელია საქართველოში საზოგადოებისთვის, პოლიტიკური სპექტრისთვის არის დილემა, როდესაც ხელისუფლება მის მიწურულს იმდენად უგვანი ხდება, რომ ყველაფრის მკადრებელია, ასეთ დროს ღირს თუ არა და შესაძლებელია თუ არა არჩევნების ჩატარება,“-აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

მისი თქმით, “რესპუბლიკური პარტია”, ყოველთვის არჩევნების მომხრე იყო, მაშინაც კი, როცა ქვეყანაში ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციებს მართავდა.

„ეს ყველაფერი 90-იან წლებში კი არ დამთავრდა?! ასლან აბაშიძე არ წავა არჩევნებით – იყო დომინანტი, არ წავა ედუარდ შევარდნაძე არჩევნებით და მიშა სააკაშვილი როგორ წავა არჩევნებით?- ესეც იყო . გავიხსენოთ კარვები, საკანი #5 , გავიხსენოთ მრავალი წელი გაფლანგული ოპოზიციური ენერგიის, გადატენილი სტადიონი, უზარმაზარი წნეხის ქვეშ ვიყავით 2009 -2010 წლებში, როდესაც არჩევნების გზით ვცდილობდით, იმიტომ რომ დომინანტი იყო, რომ მიშა არ წავა არჩევნებით.

მაგრამ პასუხი იყო, რომ საქართველოში ხელისუფლება არასოდეს შეცვლილა არჩევნების გარეშე, თუ ვინმეს ჰგონია, რომ 2003 წელს არჩევნების გარეშე შეიცვალა რაღაცეები არ ახსოვს,“-ამბობს დავით ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი ჩატარებულ შუალედურ არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ ის რა მაჩვენებელიც ზუგდიდში სანდრა რულოვსს დაუწერეს, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა.

„43% ოფიციალურად გამოწერილი, იძულებული რომაა ხელისუფლება დაუფიქსიროს ოპოზიციის კანდიდატს, სანდრა რულოვსს, ეს ძალიან მაღალი პროცენტია. ჩვენ უნდა გვქონდეს შესამჩნევი უპირატესობა რომ ხელისუფლება დავამარცხოთ,“-ამბობს ბერძენიშვილი.

მისი თქმით, მთაწმინდაზე არსებობს შანსი, რომ შალვა შავგულიძემ გაიმარჯვოს.

“გარღვევა იქნება შალვა შავგულიძის გამარჯვება, ხუხულასავით დაინგრევა ხელისუფლება ერთი ლოდი რომ გამოაცალო, ასე უყურებს ბიძინა ივანიშვილი, “-აცხადბეს ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, მთაწმინდის მეორე ტურში მხარდაჭერა შალვა შავგულიძეს გამოუცხადოს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე მოწერელია გუნდის მიმართ გამოცხადებული ნდობისთვის საზოგადოებას მადლობას უხდის
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ (ვიდეო)