დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში პრეზიდენტის გადაყენებას ითხოვენ (ვიდეო)

დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის მოძრაობამ ხელმძღვანელის თეიმურაზ ხიშბას ხელმძღვანელობით საპროტესტო აქცია მოაწყო, სადაც ისინი პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადაყენებას ითხოვენ. “ეს მშვიდობიანი აქციაა. დღეს ჩვენ გვინდოდა არა მხოლოდ ერთმანეთისთვის, არამდე მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რა შეგვიძლია როცა უსამართლობას ვხედავთ, რომ შეგვიძლია საგანგებო ზომებს მივმართოთ, მხარი დავუჭიროთ მათ, ვინც თანამდებობებიდან უსამართლოდ დაითხოვეს. ჩვენ ვამბობთ, რომ მომავლისთვის ვაკეთებთ ამას, რადგანაც მსგავსი მეთოდები ჩვენს ქვეყანას დაღუპავს” – თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტთან აფხაზეთის სხვადასხვა რაიონებიდან ჩავიდა ხალხი.

“ჩვენ ვთხოვეთ პრეზიდენტს ხალხთან მოსულიყო, ახლახანს ეთერში იყო, სადაც თქვა, რომ ჩვენთან მოსვლას არ აპირებს. ამ მყოფი ყველა პროტესტანტის სახელით, მცირეოდები კონსულტაციის შემდეგ, ჩვენ მის გადაყენებას ვითხოვთ” – განაცხადა ხიშბამ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.

 

https://youtu.be/W5sLn5F9IP0

 

 

https://youtu.be/uOewcMET7GY

 

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება იძულებული გახდა, რულოვსისთვის 43% დაეწერა
შემდეგი სტატიაკრემლი ავსტრიის სკანდალთან რაიმე სახის შეხებას უარყოფს