,,ხელისუფლება ცდილობს საქმე გაიადვილოს”- სამადაშვილი მოსმენების კანონზე

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, ე.წ მოსმენების გასაღები არასაგამოძიებო ორგანოს ხელში გადავა, მათ განცხადებას, რომ შეიქმნება ახალი სსიპ-ი, რომელიც განკარგავს ამ ,,გასაღებს” ოპოზიცია აკრიტიკებს.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვერსია მოსმენების კანონთან დაკავშირებით, არ პასუხობს იმ რეკომენდაციებს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ საკანონმდებლო ორგანოს მისცა.

„ის ასევე არ პასუხობს იმ რეკომენდაციებს, რომლებიც შეიმუშავეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მოსმენების კანონი, ეს არის ძალიან მტკივნეული თემა ჩვენს ქვეყანაში და როგორც ჩანს ხელისუფლება ცდილობს, რომ გაიადვილოს საქმე,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისტრიპტიზ კლუბების შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებელი- ევროპული საქართველო პრემიერის არაადეკვატურობაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ფრესკოში ხარვეზები არ დადასტურდა” – ჯანდაცვის მინისტრი