“ფრესკოში ხარვეზები არ დადასტურდა” – ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სავაჭრო ქსელ “ფრესკოს” თანამშრომლების სახელით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მინისტრის განცხადებით, შრომის ინსპექციამ სავაჭრო ქსელი შეამოწმა და ხარვეზები ვერ გამოავლინა.

„გუშინდელი შემთხვევა „ფრესკოში“, მართლაც დაგვაინტერესა და ვნახეთ, არ დადასტურდა, არც ერთმა თანამშრომელმა არ დაადასტურა სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია”,-აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისვე განცხადებით, სხვა დროს სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების ნაცვლად, ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.

“თხოვნა მექნება, თუ კი წარმოიშვება შრომითი დავები, ამის შესახებ მიმართონ ჯანდაცვის სამინისტროს, და არ გაავრცელონ ინფორმაცია სოციალური ქსელების მეშვეობით. თუ ვინმეს, ამა თუ იმ კომპანიის თანამშრომელს აქვს ინდივიდუალური შრომითი დავა, უნდა მიმართოს სასამართლოს. ხოლო, თუ არის კოლექტიური შრომითი დავა, ამას აქვს თვისი პროტოკოლი და უნდა მომართონ ჯანდაცვის სამინისტროს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
“ფრესკოს” ყოფილმა თანამშრომლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, თანამშრომლების მიმართ ზეწოლაზეა საუბარი.

“ფრესკოს” თანამშრომლები “თანამედროვე მონობაზე” ამახვილებენ ყურადღებას.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა კი სუპერმარკეტების იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტების შემოწმება დაიწყო.

banner
წინა სტატიაში,,ხელისუფლება ცდილობს საქმე გაიადვილოს”- სამადაშვილი მოსმენების კანონზე
შემდეგი სტატიასკანდალი: „გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი“ – “ბიბლუსის” თანამშრომლები