ხელისუფლება ცდილობს მოამზადოს პირობები, რათა თითოეული ჩვენგანის ხმა მიითვისოს – სამადაშვილი

ხელისუფლებამ საზოგადოებას შესთავაზა მოდელი, რომელიც მთლიანად არის მორგებული მათ დღის წესრიგზე, – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა ყველა ჩვენ მოქალაქეს ესმოდეს, რომ ხელისუფლება ცდილობს მოამზადოს პირობები იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანის ხმა მიითვისოს, რათა მომავალში მარტივად შესძლოს უმრავლესობის ჩამოყალიბება, მიუხედავად იმისა, რა შედეგს დადებს ის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენთვისაც სრულიად შემაშფოთებელია ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვართმევენ უფლებას ავირჩიოთ სახელმწიფოს მეთაური პირდაპირი არჩევის გზით. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს სრული კონსენსუსი საზოგადოებაში ამ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ. დღეს იწყება ფაქტობრივად, საზოგადოებრივი მოძრაობა კონსტიტუციის პროექტის გადასახედად და შესაჩერებლად. ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება ბოლომდე წავიდეს დაპირისპირებზე მთელ ქართულ საზოგადოებასთან, მთელ პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. მათ მოუწევთ გადახედვა ამ პროექტის, რადგან კონსტიტუციამ უნდა დააწესოს თამაშის ის წესები, რომელიც მისაღები იქნება ჩვენს ქვეყანაში ყველა მოქალაქისთვის, რომელიც ასახავს საზოგადოების ინტერესებს და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს, რაც სამწუხაროდ დღეს ხდება”, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე დიმიტრი დაიკითხა
შემდეგი სტატია“რატომ ვართ ჩვენ ახლა უნიათოები, უუნაროები, რა სიტყვებით არ გვამკობენ და რატომ იყო მაშინ ის გადაცემა კარგი”