“რატომ ვართ ჩვენ ახლა უნიათოები, უუნაროები, რა სიტყვებით არ გვამკობენ და რატომ იყო მაშინ ის გადაცემა კარგი”

იუსტიციის საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე საბჭოს PR გეგმასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. საქმე ეხება მედია საშუალებებთან მიმდინარე მოლაპარაკებებს, რომელთაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით საიმიჯო მედიაპროდუქტის და რეპორტაჟების მომზადებას გეგმავენ.

მურუსიძე განმარტავს, რომ კრიტიკა, რომელიც საკითხის გაჟღერებას მოჰყვა უსაფუძვლოა, რადგან მისი თქმით, სასამართლო საქმიანობის გაშუქებისას ჩარევას, არამედ სასამართლო სისტემის პოპულარიზაციისა და რეპუტაციის მიზნით, გადაცემების მომზადებას ეხება.

“მე მახსოვს “რუსთავი 2” რამდენიმე წლის წინ აკეთებდა ძალიან კარგ პროგრამას, რასაც ერქვა პროკურორი. ის პროექტი კარგი იყო რუსთავი 2-ის და მივესალმებოდი. ანალოგიურის გაკეთება გვინდოდა ჩვენ. აღმოჩნდა, რომ პირველი დარტყმა მივიღეთ “რუსთავი 2″-დან და რატომ ვიღებთ. რატომ ვართ ჩვენ ახლა უნიათოები, უუნაროები, რა სიტყვებით არ გვამკობენ და რატომ იყო მაშინ ის გადაცემა კარგი”, – აცხადებს მურუსიძე.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება ცდილობს მოამზადოს პირობები, რათა თითოეული ჩვენგანის ხმა მიითვისოს – სამადაშვილი
შემდეგი სტატიაიუსტიციის საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხის განხილვა გადაიდო