ხელისუფლება აკრძალული მეთოდებით ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას

“როგორც ჩანს ხელისუფლება აკრძალული მეთოდებით ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას, რაც არ გვიკვირს,”-ასე გამოეხმაურნენ პარტია თავისუფალ დემოკრატებში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, სადაც საუბარი იყო მოსამართლეებზე მიმდინარე ზეწოლის შესახებ.

დეპუტატი ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ფარული კადრებით შანტაჟი მოქმედი ხელისუფლებისგან გასაკვირი არ არის.

“საგანგაშო განცხადებაა, იმიტომ რომ სასამართლო, როგორც ვიცით, ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდა. ხელისუფლება ჯერ შეეცადა კანონმდებლობით გაეუქმებინა საკონსტიტუციო სასამართლო, ახლა როგორც ჩანს, ხელისუფლება აკრძალული მეთოდებით ცდილობს მოსამართლეებზე ზეწოლას. ეს არ გვიკვირს. შანტაჟი, ფარული მიყურადება და კადრების გამოქვეყნება ამ ხელისუფლების პირობებში მოხდა და ქმედითი გამოძიება არ ყოფილა ჩატარებული,”- აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი და დეპუტატი ნინო გოგუაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატიამანანა კობახიძე : პაპუაშვილის განცხადებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება