„ხელი ჩამოვართვი, გავამხნევე… თანადგომა აღვუთქვი“ – ნატო ჩხეიძე მაჩალიკაშვილზე

უკვე რამდენიმე საათია თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს სუს-ში კითხავენ. ვიდრე მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე შევიდოდა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ სოციალურ ქსელში დაწერა:
„სერიიდან: ჩემი თანამედროვენი

დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი გავიცანი.

მივედი, ხელი ჩამოვართვი, გავამხნევე, თუმც სიმხნევე სულაც არ აკლია, თანაგრძნობა გამოვუცხადე და თანადგომა აღვუთქვი.

ხმელი კაცია ვახა მაჩალიკაშვილი, ხმელი წიფელივით…

მეხმაც გადაუარა, ღვარცოფმაც და კაცთა უდიერობასაც პირისპირ შეეჩეხა.

არ გატყდა, არ დანებდა, პატარა წიფელის თესლი გულში აქვს ამოტარებული, თავის ზნეობით დაპურებული და თავის კაცობით დაწყრულებული.

ამოიზრდება პატარა წიფელი,
აი, ნახეთ, როგორი წიფელი ამოიზარდოს…“

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრის ბრიფინგი ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საწინააღმდეგო კომიტეტის დასკვნასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატია“ზუგდიდის არჩევნები გვაჩვენებს, რაზეა წამსვლელი ხელისუფლება”