“ხელი არ უნდა შევუწყოთ იმას, რომ პარტიების პარლამენტში შესვლა ხელოვნურად მოხდეს”

“თავისუფალი დემოკრატების” წევრ ვიქტორ დოლიძისთვის პარტიებისთვის კვალიფიციურობის მისანიჭებლად საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა სასურველი არ არის.

 

დოლიძის თქმით, პარტიებისთვის კვალიფიციურობის მინიჭება ბუნებრივად უნდა ხდებოდეს და არა ხელოვნურად.
“პატარა პარტიებსაც თუ მიეცემა იმის საშუალება, რომ განვითარდნენ და პოლიტიკურად იღვაწონ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ წინასაარჩევნოდ, ხელოვნურად არ უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ გაერთიანებების, პარტიების პარლამენტში შესვლა ხელოვნურად მოხდეს. ეს უნდა მოხდეს ბუნებრივად, პლატფორმებზე და იდელოგიებზე დაფუძნებით”,- განაცხადა დოლიძემ “პირველ პრესკლუბში”.
დოლიძის თქმით, ხელისუფლება წინააღმდეგია, რომ საარჩევნო გარემო და მათ შორის, მაჟორიტარული სისტემა შეიცვალოს.
მისივე თქით, ის არ ემხრობა საკითხების ქუჩაში, საპროტესტო აქციებზე გადაწყვეტას.
banner
წინა სტატიაში“რა გეგმები აქვს მიმდინარე წელს ჯანდაცვის სამინისტროს”, – დავით სერგეენკო პარლამენტში ანგარიშს წარადგენს
შემდეგი სტატია“ასეთი ფაქტი უნივერსიტეტის ისტორიაში არ დაფიქსირებულა”