“ასეთი ფაქტი უნივერსიტეტის ისტორიაში არ დაფიქსირებულა”

ვლადიმერ პაპავა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

 

მისი თქმით, უნივერსიტეტში დღეს, უპრეცედენტო არჩევნები მიმდინარეობს და მთავარია, რომ არის დაინტერესება.
„უნივერსიტეტი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს, რაც უნივერსიტეტის ისტორიაში, აქამდე არ მომხდარა. ძალიან დიდია დაინტერესება, არის ამომრჩევლის რიგი, რაც კარგია. მთავარია, პროცედურა მშვიდ გარემოში დასრულდეს, ობიქტურად შეჯამდეს შედეგები და უნივერსიტეტმა შეძლოს, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით, საქმიანობა გამჭვირვალედ გააგრძელოს“, – განუცხადა პაპავამ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, რას გულისხმობდა პაპავა, როცა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არჩევნებში ჩარევას არ გამორიცხავს, პაპავამ განაცხადა, რომ მისი განცხადება არა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის, არამედ რექტორის არცევნებს უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში 4 კანდიდატი იბრძვის.
უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 30 მარტს დაწერა.
თსუ-ს საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე).
banner
წინა სტატიაში“ხელი არ უნდა შევუწყოთ იმას, რომ პარტიების პარლამენტში შესვლა ხელოვნურად მოხდეს”
შემდეგი სტატიამერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხზე მსჯელობა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს