“ხდება სწორედ ის, რაც ქვეყნის დამაზიანებელთა უკვე ცნობილ ბრიგადას გაზრახული აქვს”

როცა ადამიანები ცდილობენ, სახელმწიფო უწყებები დაბლოკონ, საჭიროა შესაბამისი ზომების გატარება, რომლებიც დემოკრატიის სტანდარტს შეესაბამება , – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის მიერ დაანონსებულ სახელმწიფო უწყებების ბლოკირების გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

„არ არის ეს მარტო საქართველოს ნოუ ჰაუ. როცა ადამიანები ცდილობენ, რომ სახელმწიფო უწყებები დაბლოკონ, ქვეყანა რომ არ გაჩერდეს, შესაბამისი ზომებია მისაღები. რას გადაწყვეტს ამაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა, მე არ ვიცი, ვერც ვუკარნახებ. ჩვენთან მართვის ეს სისტემა არ არის, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დღეს ხდება სწორედ ის, რაც ქვეყნის დამაზიანებელთა უკვე ცნობილ ბრიგადას გაზრახული აქვს, და არა მარტო დაბლოკვით, სხვა გემგებიც აქვთ“ ,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისში 25 ნოემბერს საპროტესტო აქცია, 26 ნოემბერს კი, პარლამენტის პიკეტირება იგეგმება. ოპოზიციისა და აქციის ორგანიზატორების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებები პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ გაკეთდა.

banner
წინა სტატიაში“25 წლის შემდეგ უკვე შვილის პოლიტიკურ სასამართლოზე ყოფნას ვერ წარმოვიდგენდი”
შემდეგი სტატიაექიმის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს