ექიმის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე თბილისის ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

ექიმის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს.

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს განცხადება ა/წ 20 ნომებერს ექიმის მიმართ განხორცილებეული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს, რომელიც დაფიქსირდა და გავრცელდა მედია საშუალებების მიერ.

აღნიშნული ფაქტი მოხდა გუშინ დღის მეორე ნახევარში და განხორციელდა პაციენტის თანხმხლები პირის მიერ, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი კლინიკის ექიმს, საქართველოში წამყვან ნეიროქირურგსბატონ გიორგი (გოგი) მაღალაშვილს.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო გმობს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ ვერ შეეგუება ძალადობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედპერსონალზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ვერანაირ მცდელობას.

აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც პაციენტის, ასევე ბატონი გოგის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღვაწლმოსილი ექიმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მის პროფესიულ საქმიანობას – პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

მომხდარი ფაქტის შესახებ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“,- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ხდება სწორედ ის, რაც ქვეყნის დამაზიანებელთა უკვე ცნობილ ბრიგადას გაზრახული აქვს”
შემდეგი სტატიავაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობის ნიშნად ერისთავის თეატრი, გორში პრემიერას გამართავს