ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით
დაიწყო.

6 ივნისს, დაბა სტეფანწმინდაში მდებარე სასტუმროს, “რუმს ჰოტელ ყაზბეგი”-ს
კუთვნილი ვერტმფრენი – ე.წ. “ყანების ტერიტორიაზე”, დაუსახლებელ ადგილზე
ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი:
ეკიპაჟის წევრები და მათთან ერთად მყოფი სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის”
ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის და სასწრაფო
სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრმინალისტებმა
დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა.

banner
წინა სტატიაშილაგოდეხში 16 წლის არასრულწლოვანზე 40 წლის ნათესავმა სექსუალურად იძალადა… გოგონამ ბავშვი გააჩინა და საავადმყოფოში დატოვა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი ახალ მთავარ პროკურორად გახარიას კადრს, ნათია მეზვრიშვილს ამზადებს?