ლაგოდეხში 16 წლის არასრულწლოვანზე 40 წლის ნათესავმა სექსუალურად იძალადა… გოგონამ ბავშვი გააჩინა და საავადმყოფოში დატოვა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგონა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბავშვიც გააჩინა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვან ნათესავს ოჯახის მოკვლით აშინებდა და არასრულწლოვანთან ერთი წლის ინტერვალით ორჯერ დაამყარა სექსუალური კავშირი.

უფლედადამცველი აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ არც მშობლებს და არც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

„როგორც გოგონა ჩემთან საუბარში ყვება, მისმა ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა მასზე სექსუალურად ორჯერ იძალადა. ორივე შემთხვევა, სავარაუდო მოძალადის სახლში მოხდა, რადგან მისი შვილი ამ გოგონას კლასელია და იმ მოტივით, რომ სახლში არავინ იყო, მეგობართან დარჩა. როგორც თავად ამბობს, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. გოგონამ მშობიარობის შემდეგ ბავშვის წაყვანა არ მოისურვა, თვითონ კი ნათესავებმა წაიყვანეს”- აცხადებს ხუროშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.

ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : 2020 წელს მთლიანად საარჩევნო პროცესში ვიქნები ჩართული
შემდეგი სტატიაყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო