ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება იგეგმება

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება იგეგმება. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იურისტების პოზიციის გარკვევის მიზნით დღეს, პარლამენტში, ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრები იურისტებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ჯაფარიძემ განუცხადა, სპეციალისტების აზრია, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციით 31-მუხლის მეცხრე პუნქტს და სწორედ ამიტომ იურისტები იმის საჭიროებას ხედავენ, რომ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომზადდეს.

დეპუტატის შეფასებით, მნიშვნელოვანია სპეციალისტების, პროფესიონალების ასეთი ერთსულოვნება იმაში, რომ ასეთი პრეცედენტების დაშვება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ არანაირი სანქცია და შეზღუდვა არ არსებობს.

„თავისთავად ის, რომ მოსამართლემ თითქოს ჩვენ ხანდაზმულ დანაშაულში გაგვამტყუნა, რომელზეც მსჯელობაც კი არ ყოფილა და რომლის გამოძიება არ ჩატარებულა, ეს მათ მხოლოდ იმის გამო გააკეთეს, რომ ეთქვათ, რომ სასამართლომ გაგვამტყუნა. ეს დაუშვებელი პრეცედენტია და დიდ საფრთხეს ქმნის თანამოქალაქეებისთვის. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ის სრულად გაქარწყლდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

წინა სტატიაშირუსეთი უკრაინაში საელჩოს ცლის და თანამშრომლები გაჰყავს – NYT
შემდეგი სტატიაერდოღანი – უკრაინაში რუსეთის შეჭრა არარეალისტური სცენარია, რადგან უკრაინა ჩვეულებრივი ქვეყანა არ არის, ის ძლიერია