რუსეთი უკრაინაში საელჩოს ცლის და თანამშრომლები გაჰყავს – NYT

რუსეთი უკრაინაში საელჩოს თანამშრომლებისგან ცლის. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა NYT უკრაინის უშიშროების მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, 5 იანვარს საელჩოს 18 თანამშრომელი, ოჯახის წევრებთან ერთად, მოსკოვში ავტობუსით გადაიყვანეს. მომდევნო დღეებში კი კიევსა და ლვოვში მყოფმა საელჩოს კიდევ 30-მა თანამშრომელმა დატოვა ქვეყანა. ამას გარდა, დიპლომატებს კიდევ ორ საკონსულოში უთხრეს, რომ უკრაინის დასატოვებლად უნდა მოემზადონ.

უკრაინელი და ამერიკელი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ საელჩოს დაცლა შესაძლოა, რუსეთის პროპაგანდის ნაწილი იყოს ან მოსალოდნელი შეჭრისთვის მზადება.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში პოლიციელის ცემის ფაქტზე 3 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიახაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება იგეგმება