ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს – ყველა ერთის წინააღმდეგ! – გოცირიძე

ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს – ყველა ერთის წინააღმდეგ! – ასე ეხმაურება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ”თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.

“ივანიშვილი არის ბოლო ძალა, რომელიც ქვეყანას რუსეთის ორბიტაზე დასაბრუნებლად უბიძგებს. მისი ჩამოშორება ნიშნავს საქართველოს ევროპულ გზაზე მყარად და შეუქცევადად დადგომას. ამიტომ დღეს მეორეხარისხოვანია იმის გარკვევა, თუ რამ უბიძგა მამუკა ხაზარაძეს ამ ნაბიჯის გადასადგმელად – პირადი ინტერესების შელახვამ, შურისძიებამ თუ ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული რისკების გაცნობიერებამ. მთავარია, რომ მან სწორი არჩევანი გააკეთა! ხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს – ყველა ერთის წინააღმდეგ! მხოლოდ ასე შეიძლება რუსეთის მიერ ფინანსურად, პოლიტიკურად და აგენტურულად ზურგგამაგრებული ოლიგარქის დამარცხება”, – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიბარემ თეფში დაატრიალეთ და ჯაბას სული გამოიძახეთ – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიასოფო კილაძე : მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება უფრო პოლიტიკური ნაბიჯია