სოფო კილაძე : მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება უფრო პოლიტიკური ნაბიჯია

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ვარაუდობს, რომ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას დიდი მხარდაჭერა არ ექნება. როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, ყველას აქვს პერსპექტივა, მოძრაობა დააფუძნოს და იმ არეალში იმოქმედოს, რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ, მათ შორის პოლიტიკური მოძრაობის შექმნის თვალსაზრისით.

„მამუკა ხაზარაძის მოძრაობას ხალხის მხრიდან რა მხარდაჭერა ექნება, ეს მეორე თემაა და ვნახავთ. ეს უფრო პოლიტიკური ნაბიჯია. რა შანსები აქვს პოლიტიკურად, ეს საზოგადოების გადასაწყვეტია, მაგრამ არ მგონია, რომ მას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდეს“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ აფუძნებს ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძის გამოჩენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ასპარეზზე სრულად ეთანხმება ჩვენი პარტიის გაცხადებულ პრინციპს – ყველა ერთის წინააღმდეგ! – გოცირიძე
შემდეგი სტატიაგიორგი ახვლედიანი : მოსალოდნელიც იყო, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მამუკა ხაზარაძის მეშვეობით კიდევ ერთი მოძრაობა დაემატა