ხაზარაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო პროცესი დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის გარეშე გრძელდება.

მას შემდეგ, რაც ბრალდებულების ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის დაკითხვა დასრულდა, პროკურორებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად იყვნენ, დასკვნითი სიტყვისთვის. ამის საპასუხოდ ხაზარაძემ განაცხადა, რომ გამოდის, მათი ჩვენებები არაფერს ნიშნავდა და პროკურორებს უკვე წინასწარ დაწერილი 30-გვერდიანი დასკვნა ჰქონდათ. ხაზარაძის შეფასებით, პროკურორებს წინასწარ დაუწერეს სიტყვა და იმით მივიდნენ სასამართლოში. ამის შემდეგ, მოსამართლემ უთხრა მამუკა ხაზარაძეს, თუ არ სურდა პროცესზე დასწრება, შეეძლო, გასულიყო. მან პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა.

მოსამართლემ განაცხადა, რომ ეს პოზიცია მისთვის გაუგებარია, რადგან ჯერ კიდევ წინა სხდომაზე იყო ცნობილი, რომ დასკვნითი სიტყვაც იქნებოდა ბრალდების მხარის.

სხდომიდან გასვლის ნებართვა ითხოვეს სხვა ბრალდებულებმაც ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის წევრები აფხაზეთში შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრნენ
შემდეგი სტატიაკალაძე – არასწორი მგონია, როდესაც მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული თემები და მიმდინარე პროექტები არ შუქდება