ხაზარაძე: „ქართული ოცნება“ ერთ პარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ თავზე იღებს სერიოზულ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

გაყალბებული არჩევნების ფონზე 48%-იანი პარტია, 52% ამომრჩეველს უცხადებს უარს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე, ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა.

„„ქართული ოცნება“ ერთ პარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას. დღეს გავიგეთ, რომ ერთ კვირაში ისინი აპირებენ მანდატების მოხსნას. ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე ვიღებთ ასეთ სურათს – გაყალბების პირობებში 48 %-იანი პარტია „ქართული ოცნება“, იღებს თავის თავზე სერიოზულ პოლიტიკურ პასუხისგებლობას, რომ 52%ამომრჩეველს უთხრას უარი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა. ისინი ირჩევენ ერთპარტიულ პარლამენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეყავთ ღრმა კრიზისში.

ჩვენ მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს, მართალია ნაწილობრივ მაგრამ მაინც. ასევე დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. არ შეიძლება „ოცნება“ იყოს მარტო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების თვალში იქნება არალეგიტიმური.

რას მოიმოქმედებს პარლამენტი?! ეს იქნება ბოლო აკორდი, ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის. თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანის ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი! სანამ საქართველოში არ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს პოლიტიკაში, იქამდე ადამიანებს ვერ დავუბრუნებთ ნდობას. ადამიანებს აღარ სჯერათ თავისუფალი არჩევნის. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, ეს კი „ქართულ ოცნებას“ აწყობს.“

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაუგულავა:დაირღვა ჩემი გადაადგილების კონსტიტუციური უფლება, ეს არის კლასიკური პუტინის რუსეთის ქმედებები, რაც სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ მთლიანად გადმოიღო