კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა

კორონავირუსს კიდევ ერთი სასულიერო პირი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, 22 იანვარს მცხეთა-თბილისის ეპარქიის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დიმიტრი აბაიშვილი დაიღუპა.

“მამა დიმიტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო პერიოდის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა. დეკანოზი დიმიტრი დასვენებულია თბილისში, ვეძისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში (112-თან), ხოლო ხვალ, 2021 წლის 24 იანვარს, 15 საათზე, იგი დაიკრძალება ამავე მონასტრის ეზოში”, -წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

banner
წინა სტატიაშილეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები თბილისის მერიის შენობასთან ჯაჭვებით გადაბმულები დგანან
შემდეგი სტატიახაზარაძე: „ქართული ოცნება“ ერთ პარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას