ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს მოველით – EBRD

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას ეხმიანება და სამართლიან და გამჭვირვალე გამოძიებას ელის: “ჩვენ ველით სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს, ასევე, სწრაფ გადაწყვეტილებას, რომელსაც ნეგატიური გავლენა არ ექნება ბანკის საქმიანობაზე”, – აცხადებს EBRD.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დატოვეს თანამდებობები თიბისი ბანკის ჯგუფში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 24 ივლისს “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ნიშნავს.

გამოძიება ჯაფარიძეს და ხაზარაძეს 16 754 000 ამერიკული დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს. საუბარია 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციზე.

ხაზარაძე და ჯაფარიძე წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ სახელწიფო მანქანა ანაკლიის პორტის გამო ებრძვის.

banner
წინა სტატიაშიარანაირი კითხვის ნიშნები, მე დარწმუნებული ვარ, ამ პროცესის ირგვლივ არ იქნება – ბახტაძე ხაზარაძის საქმეზე აშშ-ს განცხადებას პასუხობს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა