პროკურატურამ ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა.

“მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)”- აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე სამართლიან და გამჭვირვალე პროცესს მოველით – EBRD
შემდეგი სტატიასაერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) თიბისი ბანკის ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს