„ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებით ივანიშვილი ალტერნატიულ ფინანსურ ცენტრის განადგურებას ცდილობს“ – სამადაშვილი

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე – ოპოზიცია თვლის, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრძოლა მათ პოლიტიკურ განეიტრალებას ემსახურება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაკავებით, ივანიშვილი ალტერნატიულ ფინანსურ ცენტრს გაანადგურებს.

„ივანიშვილს მიაჩნია, რომ ის ხელისუფლებას შეინარჩუნებს ხანგრძლივად ქვეყანაში, თუ შეძლებს ფინანსური პოლიტიკური ალტერნატივის განადგურებას. მეორე ასპექტი, რაც ხაზარაძის დევნას უკავშირდება, ეს არის ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის ჩაშლა. ახლა, როცა ძალიან დიდი ფინანსური ზიანი მიიღო “TBC ბანკმა” წარმოუდგენელია ანაკლიის პროექტმა ახლა შეძლოს იმ თანხების მოზიდვა, რომელიც აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად,“- აცხადებს სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგურამიშვილის გამზირზე მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი
შემდეგი სტატიაანა დოლიძე : მამუკა ხაზარაძის სახით მორიგი მსხვერპლი ჩაუვარდა მურუსიძე-ჩინჩალაძის ბაყბაყდევს