ანა დოლიძე : მამუკა ხაზარაძის სახით მორიგი მსხვერპლი ჩაუვარდა მურუსიძე-ჩინჩალაძის ბაყბაყდევს

მამუკა ხაზარაძის სახით მორიგი მსხვერპლი ჩაუვარდა მურუსიძე-ჩინჩალაძის ბაყბაყდევს. რეალურად, ჩვენ მორიგი მსხვერპლი შევუგდეთ კონტროლირებად, მორჩილ სასამართლო სისტემას. აშშ -ს საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სწორედ სასამართლიან სასამართლოზე გადის ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, ეკონომიკური განვითარების იდეა,- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ- საელჩოს განცხადებას, რომელიც “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებთან დაკავშირებით გაავრცელა.

ანა დოლიძის თქმით, აშშ-ს საელჩოს განცხადებით ნათლად ჩანს, რომ სასამართლო სისტემის გადარჩენა გადამწყვეტი ფაქტორია.

“ის საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხაზარაძის საქმესთან: ანაკლიის პორტის, ბანკის, შესაძლო პოლიტიკური საქმიანობის საკითხი – ყველა ეს თემა წარმოაჩენს, რომ ეს არ არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი საქმე, არამედ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი საქმე, რომელთა მიმართებაშიც ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.

რაც შეეხება ამერიკის საელჩოს განცხადებას, საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომ სასამართლო სისტემის გადარჩენა გადამწყვეტი საკითხია იმასთან მიმართებაში, იქნება ეს განვითარებული, დემოკრატიული, კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, თუ იქნება რომელიმე ადამიანის, რომელიმე კლანის, თუ დაჯგუფების უკანა ეზო”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

banner
წინა სტატიაში„ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებით ივანიშვილი ალტერნატიულ ფინანსურ ცენტრის განადგურებას ცდილობს“ – სამადაშვილი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ნუშისა და ლავანდას პლანტაციებს ესტუმრა