ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვარს მხარეების რეპლიკებით განახლდება

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლო პროცესი 11 იანვარს მხარეების რეპლიკებით განახლდება. პროცესის გადადემა ბრალდების მხარემ რეპლიკების მოსამზადებლად მოითხოვა.

„დაცვის მხარემ ვინაიდან წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა, რომელიც წარმოადგენს 20 გვერდს, გთხოვთ, მოგვცეთ დრო, რომ წარმოვადგინოთ არგუმენტები მათ დასკვნით სიტყვაზე რეპლიკების სახით“, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ადვოკატმა ზვიად კორძაძემ კი განაცხადა, რომ პროკურატურა, რომელიც თავქუდმოგლეჯილი ჩქარობდა, ახლა გადადებას ითხოვს.

საბოლოოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა 11 იანვარს 11:00 საათზე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე: ეს არ არის ოფიციალური, საქმიანი მიღება, ეს არის პატარა დისკოთეკა, თუ შეიძლება ასე ითქვას
შემდეგი სტატიათუთბერიძე: სააკაშვილი არის მზად, ნებისმიერ დროს მიიღოს ჟურნალისტები პალატაში კამერების თანდასწრებით