ხაზარაძე: ივანიშვილი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, დასავლეთის კურსი აირჩიოს თუ ჩრდილოეთის

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ივანიშვილის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ვალდებულებები აქვს.

“მას აქვს ვალდებულებები რუსეთთან, რადგან 6 მილიარდი დოლარი და ყველა ქართველს ღმერთმა ხელი მოუმართოს, როცა რუსეთიდან 6 მილიარდით გამოდიხარ და მე პირველი მილიონი მანეთი იქ გავაკეთე და მერე რომ შევედი უკვე, მივხვდი, რომ იქიდან უნდა გამოვსულიყავი, რადგან იქ კავშირების გარეშე გამორიცხულია.. ვალდებულების გარეშე 6 მილიარდით არავინ გაგიშვებს. მე ვფიქრობ, რომ იმ ვალდებულებებიდან გამომდინარე და იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რომელიც ხდება ჩვენს ქვეყანაში და ეს უკვე ჯაჭვური რეაქციასავითაა, ეს ადამიანი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, თუ რა კურსი აირჩიოს. მიდის თამაში ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის და საბოლოო ჯამში, ჩვენს დასავლურ კურსს ძალიან სეროიზულად აზარალებს”-აცხადებს ხაზარაძე.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: აქციით ალიანსი ერთგვარად ცდილობს ე.წ. ანტიტრატრამპისტების წინააღმდეგ აქტივობებს, რითიც პარალელურად ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციის ლოიალობისა და მხარდაჭერის მიღებას
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობამ ამერიკული ფონდის ინვესტიცია ანაკლიის პორტში ორჯერ შეაჩერა