არჩილ გამზარდია: აქციით ალიანსი ერთგვარად ცდილობს ე.წ. ანტიტრატრამპისტების წინააღმდეგ აქტივობებს, რითიც პარალელურად ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციის ლოიალობისა და მხარდაჭერის მიღებას

სინამდვილეში პატრიოტთა ალიანსის დღევანდელი აქცია სულ სხვა პოლიტიკური მარკეტინგიდანაა. როგორც ჩანს, თარხან მოურავი არც ისე მარტივი ადამიანია, როგორც ჩვენ ვხუმრობთ ხოლმე მასზე და სინამდვილეში აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან ცდილობს დაახლოებას. საქმე იმაშია, რომ ამ აქციით ალიანსი ერთგვარად ცდილობს ე.წ. ანტიტრატრამპისტების წინააღმდეგ აქტივობებს, რითიც პარალელურად ცდილობს ტრამპის ადმინისტრაციის ლოიალობისა და მხარდაჭერის მიღებას. ესაა დღევანდელი აქციის მთელი პოლიტიკური მარკეტინგი.

თუმცა…

თუმცა, საქმე იმაშია, რომ მსგავსი აქტივობები ნებისმიერ შემთხვევაში არაა ჩვენი სახელმწიფოსათვის პოზიტიური პროცესი, რადგან განვითარებული მსოფლიო, თავიანთი შიდა დაპირისპირებების მიუხედავად, სხვა სახელმწიფოებისგან ცნობს მხოლოდ სახელმწიფოებრივ და ინსტიტუციურ კომუნიკაციებს, ალიანსის ეს აქცია კი ნებისმიერ შემთხვევაში აღიქმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას, ზედმეტად პერსონიფიცირებულია და კერძო თუ პარტიული ინტერესის გამო, საგარეო ორიენტირების მიმართაც ეჭვებს აჩენს, არათუ კონკრეტული სახელმწიფოს მიმართ ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის ნაწილის დამოკიდებულებების მხრივაც.

ცალკე საკითხია, რომ ალიანსის პოლიტიკური მეთოდოლოგია ასევე საკმაოდ მრავალწახნაგოვანი აღმოჩნდა, ერთი მხრივ, ის კომუნიკაციას ახდენს ჩვენი ქვეყნის დაუძინებელ მტერ სახელმწიფოსთან – რუსეთთან, ცდილობს რა ერთგვარი საყრდენის როლი შესთავაზოს საქართველოში მათ; მეორე მხრივ, ცდილობს პოზიტიური კომუნიკაცია შექმნას აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან და საკუთარ თავს ასევე მათ სთავაზობს გარკვეულ დასაყრდენად; მესამე მხრივ, პოზიტიურ კომუნიკაციაშია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან და საჭირო დროს საჭირო კონტექსტში ასევე “ქართულ ოცნებას” სთავაზობს ერთგვარ საყრდენს ალიანსის სახით.

 

არჩილ გამზარდია

banner
წინა სტატიაშიბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 50 წლის მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიახაზარაძე: ივანიშვილი ვერ იღებს გადაწყვეტილებას, დასავლეთის კურსი აირჩიოს თუ ჩრდილოეთის