ხაზარაძე: ელჩები დამეთანხმნენ, რომ ბოიკოტმა შედეგი გამოიღიო

“ზუსტად ასეთი კითხვა დავუსვი ორივე ელჩს, მე და ბადრი ვიყავით შეხვედრაზე ერთი მხრივ და ორი ელჩი. მე მათ ვკითხე, როგორ გგონიათ, ასეთი ყურადღება დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულება, რეფორმის წყურვილი, სასამართლო რეფორმის ცვლილება, საარჩევნო რეფორმის ცვლილება ბოიკოტის გარეშე მიღწეული იქნებოდა? დამეთანხმნენ, რომ კი, ბოიკოტმა, ამ მხრივ, დადებითი შედეგი მოიტანა, თუმცა ისიც მითხრეს, რომ უკვე მთავრდება მოთმინების ფიალა და ბოლო რაუნდი, რომელსაც ყველა ველოდებით, უნდა იყოს შედეგიანი ჩვენი ქვეყნისთვის”,-ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: მელია მალე გარეთ ივაშხმებს, მისი ჩამსმელელები სად იქნებიან შეიტყობთ
შემდეგი სტატიარუსეთში კოლეგების დაღუპვის გამო მეხანძრეებს განაჩენი გამოუტანეს