რუსეთში კოლეგების დაღუპვის გამო მეხანძრეებს განაჩენი გამოუტანეს

მოსკოვში მეხანძრეებს განაჩენი გამოუტანეს

რვა მეხანძრის დაღუპვაში მოსკოვის სასამართლომ ორ მეხანძრეს დასდო ბრალი და მათ ოთხი და ხუთი წლით პირობითი სასჯელი მიუსაჯა. მათ ბრალი სამსახურეობრივ გულგრილობაში ედებათ. რუსეთის მეხანძრეების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხანძრის ჩაქრობის ოპერაციის ხელმძღვანელ პირებს ბრალი წაეყენათ. დიმიტრი შირლინი და სერგეი ბარსუკოვი ბრალს არ აღიარებენ. გარდაცვლილების ნათესავები სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ. “ჩემი შვილისა და მისი მეგობრების დაღუპვა ხელმძღავნელების არაკომპეტენტურობამ გამოიწვია” – ერთ-ერთი დაღუპულის დედა ამბობს – “ბიბისი” წერს.

შემთხვევა, რომლის დროსაც 8 მეხანძრე დაიღუპა 2016 წელს მოსკოვში მოხდა, ძლიერი ცეცხლი 4,5 კვადრატ მეტრს მოედო. სიტუაცია გაამძაფრა იმას, რომ საწყობში ბევრი რეზინის მასალა იყო, რომელიც წვის დროს შავ კვამლს გამოყოფდა, რაც მუშაობას ართულებდა.

ადგილმე მუშა 20 კაციანი ბრიგადიდან რვა მეხანძრე, რომლებიც სახურავზე იდგნენ, ხანძარში გადავარდა.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე: ელჩები დამეთანხმნენ, რომ ბოიკოტმა შედეგი გამოიღიო
შემდეგი სტატიაWizzAir-ი ქუთაისში ფრენებს ანახლებს – 18 აპრილს ვილნიუსის და ვარშავის რეისები შესრულდება