ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 08:00 საათზე დაიწყო. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინე პეტროვმა განაცხადა.

„08:00 საათზე, დედაქალაქის დროით, ქვეყნის მასშტაბით 10 994 საარჩევნო უბანსა და უცხოეთში ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობების 17 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დაიწყო“,- აღნიშნა პეტროვმა ბრიფინგზე.

მისივე თქმით, საზღვარგარეთ მდებარე 49 უბანზე კენჭისყრა მოგვიანებით დაიწყება, დროში სხვაობის გათვალისწინებით.

არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს. პარლამენტში სულ 107 წევრი შევა, რომელთაგან 98 აირჩევა პარტიული სიებით, ფარული კენჭისყრით, უნივერსალური, თანაბარი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე.

საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

პარლამენტის 9 დეპუტატს ირჩევს ყაზახეთის ხალხთა ასამბლეა (ANK), საკონსულტაციო ორგანო, რომელსაც ექს-პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობს და რესპუბლიკაში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის ინტერესებს წარმოადგენს.

ყაზახეთის პარლამენტის დეპუტატების უფლებამოსილების ვადა ხუთი წელია.

banner
წინა სტატიაშიხანძარი რესტორან “გაგრიფშაც” უახლოვდება
შემდეგი სტატიამეხანძრე-მაშველებმა ღამის განმავლობაში ტყისა და მინდვრის ორი ხანძარი ჩააქრეს