ხანძარი რესტორან “გაგრიფშაც” უახლოვდება

ამ წუთებში, ოკუპირებული გაგრა ცეცხლის ალშია გახვეული. ხანძარი რესტორან “გაგრიფშაც” უახლოვდება.

“იმისათვის რომ ცეცხლი ჩასაქრობად ავიაცია ჩაერთოს 50 ტონა საწვავია საჭირო, რაც რესპუბლიკას არ გააჩნია.საქართველოს დახმარება ჩვენთვის მიუღებელია, ამიტომ ეს ტყუილია. არანაირი მოლაპარაკებები, არანირი მცდელობები არ ყოფილა და ვერ იქნება, ქართველებთან ჩვენ არასდროს არანირი კონტაქტები არ გვქონია”-აცხადებს აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი  ლევ კვიცინი.

„ხანძრის ჩასაქრობად სოხუმს თბილისის დახმარება არ სჭირდება“, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის უსაფრთხოების საბჭოს დე ფაქტო მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა.მისივე განცხადებით, ასეთი საჭიროება არ არსებობს. ჩვენი სამსახურები უმკლავდებიან ხანძარს “.

როგორც ვნახეთ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე გამოდგა. გაგრაში ხანძარს ამ წუთებშიც ებრძვიან.ცეცხლი დასახლებულ პუნქტს უახლოვდება. აფხაზურიხელისუფლება  სამი დღეა კრემლის დახმარებას ელოდება, მაგრამ ამაოდ…

 

 

 

 

https://youtu.be/lZXNlgoAhgM

banner
წინა სტატიაშიდობერაზენში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა
შემდეგი სტატიაყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს