ხავიერ კოლომინა საქართველოს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას ულოცავს

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ხავიერ კოლომინა საქართველოს ულოცავს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

„ვულოცავ ყველა ქართველ მეგობარს“, – წერს ხავიერ კოლომინა „ტვიტერში“.

ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გუშინვე მიენიჭათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის საელჩო – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა უნდა გახდნენ ევროკავშირის წევრები, ქართული საზოგადოება მზად არის, ყველაფერი გააკეთოს წარმატების მისაღწევად
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი, სასწავლებელში თქვეს, პერსპექტიული გოგონააო, დაკვირვების შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ჩემგან ბალერინა ვერ დადგებოდა, უკრაინასა და მოლდოვას გუშინ უთხრეს, რომ მათგან ბალერინა გამოვა